ქეთევან გოგილაშვილი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ღირსების მედლით დააჯილდოვა

2023-10-13
🥇 🇬🇪 ალბიუსის ხელმძღვანელი, პროფესორი ქეთევან კიღურაძე-გოგილაშვილი, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ღირსების მედლით დააჯილდოვა.

„ეს პროფესიონალიზმი, ეს მიდგომა საქმისადმი არის ის, რაც აუცილებელია პატარა ქვეყნისა და ზოგადად, ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის!... ამ ყველაფრისთვის მადლობა ჩემგან! " - საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი

მედალი ქეთევანს იმ გამორჩეული წვლილისთვის გადაეცა, რომელიც შეტანილი აქვს სტომატოლოგიის დარგის განვითარებაში მისი კლინიკური, სამეცნიერო და საზოგადოებრივი აქტივობებით.

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის, პროფ. ქეთევანის პროფესიისადმი ერთგულება და გამოცდილება კვლავ შთააგონებს კოლეგებსა და ახალგაზრდა თაობის სტომატოლოგებს.
ვულოცავთ ქალბატონ ქეთევანს და მასთან ერთად, ალბიუსის მთელ გუნდს ამ დამსახურებულ ჯილდოს