"ალბიუსის" სტომატოლოგიური კლინიკების მართვის სკოლა მრავალწლიანი გამოცდილების შედეგებს ეფუძნება. სტომატოლოგიური ბაზრის სწრაფი განვითარება, სპეციფიკურობა და მზარდი კონკურენცია პროფესიონალ მენეჯერებზე მოთხოვნილების მატების საფუძველი გახდა. სახელმწიფოს მხრიდან სტომატოლოგიური კლინიკებისთვის რეგულაციების ამოქმედება დაწესებულებების ნაწილისთვის განვითარების მთავარი მოტივატორი აღმოჩნდა.
სკოლის მიზანია სტომატოლოგიური ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. სტუდენტები სტომატოლოგიური ბაზრის თავისებურებებს, მოლაპარაკების მეთოდების ხელოვნებას, ეფექტურ კომუნიკაციას, მარკეტინგული და სტრატეგიული მენეჯმენტის გეგმის შემუშავებას შეისწავლიან. გაეცნობიან ჯანდაცვის კანონმდებლობას, ფინანსურ მენეჯმენტს, შრომითი ურთიერთობების თავისებურებებს, მმართველობის ტიპებს, ორგანიზაციის შიდა, სახელმწიფო და საერთაშორისო მართვის სისტემებსა და რეგულაციებს.
სკოლის ხელმძღვანელი: ზურაბ ალხანიშვილი