ენდოდონტიის სკოლა

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

ენდოდონტიის საერთაშორისო სკოლის მსმენელები გაეცნობიან კლინიკური ენდოდონტიის საფუძვლებს, ენდოდონტიაში მუშაობის პრაქტიკულ ნიუანსებს, პრაქტიკული მოღვაწეობის საერთაშორისო გაიდლაინებს და პროტოკოლებს, წარმატებული მკურნალობის თანამედროვე კონცეფციას და საშუალებებს, კონსერვატიული და ქირურგიული ენდოდონტიის რთული კლინიკური შემთხვევების მენეჯმენტს ყოველდღიურ პრაქტიკაში.

 

როგორი იქნება სწავლის პროცესი?

სწავლის პროცესი მოიცავს, როგორც ქართველი ისე უცხოელი ენდოდონტისტების ლექცია-ვებინარებს, მასტერ-კლასებს. სასწავლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს გადაეცემათ პერსონალური ენდოდონტიური ანაწყობი ინდივიდუალური პრაქტიკული დავალებების შესასრულებლად. კურსის დასასრულს მონაწილეებს გადაეცემათ საერთაშორისო სკოლის სერთიფიკატი.

 

ვის შეუძლია ენდოდონტიის საერთაშორისო სკოლაში ჩაბარება?

ენდოდონტიის საერთაშორისო სკოლაში ჩაბარება შეუძლია სტომატოლოგიური ფაკულტეტის კურსდამთავრებულ სტუდენტებს, რეზიდენტებს, პრაქტიკოს ექიმებს.

 

როდის შეიძლება რეგისტრაციის გავლა?

ენდოდონტიის საერთაშორისო სკოლის სასწავლო პროგრამაზე რეგისტრაცია შესაძლებელია ყოველი ახალი ჯგუფის მიღების გამოცხადებიდან 3 კვირის განმავლობაში.

რეგიტრაცია შესაძლებელია როგორც ვებგვერდზე რეგისტრაციის ბმულის საშუალებით, ასევე ადგილზე მოსვლით - ალბიუსის სტომატოლოგიურ აკადემიაში.

 

როდის იწყება ენდოდონტიის საერთაშორისო სკოლის პირველი სეზონი?

ალბიუსის ენდოდონტიის საერთაშორისო სკოლამ სასწავლო პროგრამა 2019 წლის 4 თებერვალს დაიწყო.

 

მეცადინეობა ტარდება კვირაში ორჯერ, 4 საათი. სწავლის საფასური - 2000 ლარი.

 

სკოლის ხელმძღვანელი: გვანცა ტაბაღუა
ალბიუსის ექიმი-სტომატოლოგი,
სკც “რადიქსის” არჩეული პრეზიდენტი

 

პროგრამა

ბაზისური კურსი

✓ კბილების მორფოლოგია, არხთა სისტემის 3D ანალიზი

✓ დიაგნოსტიკის მეთოდები ენდოდონტიაში

✓ ენდოდონტიური რადიოგრაფია

✓ კომპიუტერული ტომოგრაფია ენდოდონტიაში - გამოყენების პრინციპები, ანალიზი, დაგეგმარება

✓ ენდოდონტიური მიკრობიოლოგია და ენდოდონტიური ინფექციების მართვის პრინციპები

✓ ვიტალური პულპის თერაპია

✓ აპიკალური პერიოდონტიტების მენეჯმენტი

✓ საიზოლაციო სისტემები ენდოდონტიაში - სახეები, გამოყენების ეფექტური მეთოდები

✓ ინტრარადიკულური ირიგაცია ენდოდონტიური მკურნალობის დროს

✓ ინტრარადიკულური პრეპარირების მეთოდები - ხელის, მექანიკური ინსტრუმენტებით

✓ ობტურაციის მეთოდები ენდოდონტიაში - ცივი, თერმოობტურაცია, ჰიდრავლიკური

✓ პოსტენდოდონტიური რესტავრაცია

✓ ენდოდონტიური შედეგების შეფასება, ანალიზი

✓ კლინიკური შემთხვევების განხილვა და მკურნალობის დაგეგმვა

 

კლინიკური ენდოდონტია

✓ ტკივილის მენეჯმენტი ენდოდონტიურ პრაქტიკაში

✓ გადაუდებელი ენდოდონტიური მკურნალობა

✓ განმეორებითი ენდოდონტიური მკურნალობა

✓ ჩატეხილი ინსტრუმენტის არხიდან ევაკუაციის მეთოდები

✓ იატროგენული შემთხვევების მართვა

✓ კბილის ტრავმა - დიაგნოსტიკა, მენეჯმენტი

✓ ბზარები და მოტეხილობები - დიაგნოსტიკა, მენეჯმენტი

✓ ფესვის რეზორბციები - დიაგნოსტიკა, მენეჯმენტი

✓ ენდობლიჩინგი

✓ ენდო-პერიო დაავადებები - დიაგნოსტიკა, მკურნალობის დაგეგმვა, მენეჯმენტი

 

საბანკო რეკვიზიტები:

BANK.pdf