პაროდონტოლოგიის სკოლა

სკოლის მიზანია პაროდონტოლოგიის ფუნდამენტური სწავლება საერთაშორისო სტანდარტებით,  მაღალკვალიფიციური   ქართველი და უცხოელი სპეციელისტების დახმარებით.

 

ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც შესაძლებელია:

✓ პაროდონტის დაავადებების მკურნალობის არა-ქირურგიული და ქირურგიული მეთოდების შესწავლა.
✓ მუდმივი კომუნიკაცია მსოფლიოში აღიარებულ პაროდონტოლოგებთან.
✓ სხადასხვა ქვეყნებში ორგანიზებულ პრაქტიკულ კურსებში მონაწილეობით კვალიფიკაციის ამაღლება.
✓ ალბიუსის პერიოსკოლის კლუბის წევრობა (AIPS Club Member)

 

სასწავლო კურსების ხანგრძლივობა შეადგენს 5 თვეს და მოიცავს, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს.

„გახდი პაროდონტოლოგთა ოჯახის წევრი  და ისწავლე მსოფლიოში საუკეთესო პროფესიონალებისაგან!“

 

სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელი მიიღებს საქართველოს შრომის,  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განათლების საბჭოს მიერ აკრედიტებულ სერტიფიკატს!

 

პროგრამის გავლის შემდეგ მსმენელი შეძლებს:

✓ პაროდონტის დაავადებების მქონე პაციენტთა გამოკვლევას, დაავადების დიაგნოსტირებას, მკურნალობის ინდივიდუალური გეგმის შედგენას.

✓ პაროდონტის დაავადებათა მკურნალობისთვის არაქირურგიული და ქირურგიული მეთოდების,  ხელისა თუ სხვადასხვა ტიპის ულტრაბგერის და ლაზერის აპარატების გამოყენებას.

✓ მტკიცებითი მედიცინის საფუძვლების (სანდო სამეცნიერო და პრაქტიკული ლიტერატურის მოძიება, მათი ანალიზი და გადაწყვეტილების მიღება) დაუფლებას, რაც სასწავლო კურსის დამთავრების შემდეგ, ყოველდღიურ პრაქტიკაში თვითგანათლების და პროფესიული ზრდის საშუალებას მისცემს.

 

პროგრამა შედგება  ბაზისური და კლინიკური ნაწილებისგან. სწავლების პერიოდში მოხდება:

✓ მასტერ-კლასების ჩატარება  ფანტომებზე

✓ ინდივიდუალური მუშაობა თანამედროვე პაროდონტოლოგიური ინსტრუმენტებით

✓ პაროდონტოლოგიური და იმპლანტოლოგიური ოპერაციების დემონსტრაცია

✓ საკუთარი პაციენტების კლინიკური შემთხვევების განხილვა, მკურნალობის დაგეგმვა და შედეგების შეფასება