რეზიდენტურა

ქეთევან გოგილაშვილის სტომატოლოგიის ცენტრში "ალბიუსი" ფუნქციონირებს სასწავლო აკადემია, რომლის ბაზაზეც ახალგაზრდა ექიმი-სტომატოლოგებისა და რეზიდენტების მუდმივი სწავლება, ცოდნის ურთიერთგაცვლა და ხარისხის კონტროლი ხდება. აკადემიას სწავლებასთან დაკავშირებით განსხვავებული მიდგომა აქვს და, მიღებული შედეგების გათვალისწინებით, საგანმანათლებლო სფეროს შესაბამის კლინიკურ კომპეტენციებში უმაღლესი სტანდარტების მისაღწევად მიისწრაფის. უწყვეტი სტომატოლოგიური განათლების მიღება შესაძლებელია როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მიმართულებით.