ენდოდონტიურ პრაქტიკაში მუშაობის სწორი წესები

ალბიუსის ენდოდონტიის სკოლა გთავაზობთ განახლებულ კურსს - "ენდოდონტიურ პრაქტიკაში მუშაობის სწორი წესები" 

 

👩‍🏫 კურსს წარუძღვება - მედიცინის დოქტორი, სოფიო სამხარაძე

✓ ალბიუსის ენდოდონტიის სკოლის ხელმძღვანელი
✓ საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი
✓ ევროპის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი
✓ სტომატოლოგიის ცენტრ „ალბიუსის“ ექიმი სტომატოლოგი
✓ არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და სახელმძღვანელოს ავტორი

 

კურსის ასისტენტები იქნებიან სტომატოლოგიის ცენტრ „ალბიუსის“ ახალგაზრდა ექიმები

 

კურსის მოკლე შინაარსი

I-II დღე:
💢 საიზოლაციო სისტემების გამოყენება ენდოდონტიურ პრაქტიკაში - დამოუკიდებელი მუშაობა მულაჟზე
💢 კბილის ღრუს ანატომია და სწორი მისადგომის ფორმირება (მინიმალური ინვაზიის პრინციპები), კბილის ღრუს ფორმირება და გასუფთავება - მუშაობა ამოღებულ კბილებზე
💢 კბილის არხის დამუშავების და ფორმირების ძირითადი პრინციპები ხელის და მექანიკური ინსტრუმენტებით - მუშაობა პლასტიკურ მრავალფესვიან კბილებსა და ამოღებულ კბილებზე
💢 ირიგანტები, ანტისეპტიკები და არხშიდა ნახვევები - მუშაობა პლასტიკურ მრავალფესვიან კბილებსა და ამოღებულ კბილებზე
💢 არხის დაბჟენის მეთოდები - მუშაობა პლასტიკურ მრავალფესვიან კბილებსა და ამოღებულ კბილებზე
💢 შეცდომები და გართულებები ენდოდონტიური მკურნალობის დროს, მათი თავიდან აცილების გზები

III დღე
💢 პრაქტიკული მუშაობა პაციენტებთან

 

💵 კურსის საფასური - 800 ლარი

 

📝 გრაფიკი


26-28 აპრილი, 2021
ორშაბათი, 26 აპრილი - 10:00 საათი
სამშაბათი, 27 აპრილი - 15:00 სათი
ოთხშაბათი, 28 აპრილი - 10:00 საათი

 

რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით 0322 240 708

 

საბანკო რეკვიზიტები:

საქართველოს ბანკი

ა/ა GE24BG0000000131206652

დანიშნულება - მსმენელის სახელი, გვარი

მიმღები: შპს ალბიუსი - ს/კ 405226232