მკვლევარები კბილის "ნერვის" აღსადგენად ღეროვანი უჯრედების გამოყენებას შეისწავლიან

2019-02-25

ემი შიმიძუ -  რუტგერსის დენტალური სკოლის (ყოფილი ნიუ-ჯერსის დენტალური სკოლა) მკვლევარი კბილის "ნერვის" ანუ პულპის აღსადგენად ღეროვანი უჯრედების გამოყენებას შეისწავლის; ეს მეთოდი მნიშვნელოვანი გარდატეხა იქნება სტომატოლოგიაში. მიუხედავად იმისა, რომ პროცედურის ჩასატარებლად  სტომატოლოგის ჩარევა მაინც საჭირო იქნება, პულპის რეგენერაცია არხების მკურნალობის თანმხლები გართულებების თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს.

 

კბილის არხების მკურნალობა მაშინ ხდება აუცილებელი, როდესაც კარიესული პროცესი და შესაბამისად, ინფექცია კბილის სიღრმეში ვრცელდება და ფესვის არხში არსებულ ქსოვილს - პულპას აზიანებს, რომელსაც ჩვენი პაციენტები "ნერვს" უწოდებენ.

 

მიუხედავად იმისა, რომ სწორი მკურნალობის შემთხვევაში კბილის ფუნქცია აღდგება, ის არსებითად „მკვდარია“. პულპა კბილებს ჯანმრთელობას უნარჩუნებს  და მის გარეშე  ისინი დაზიანებების მიმართ მგრძნობიარე ხდება. მკვლევარის მიზანს არხის  მკურნალობისას  პულპაში არსებული სისხლძარღვებისა და ნერვული დაბოლოებების რაც შეიძლება დიდხანს შენარჩუნება წარმოადგენს.

 

იაპონელმა მეცნიერებმა უკვე მიაღწიეს მკვდარი პულპის "გაცოცხლებას",  შემდგომი გამოწვევა უკვე მისი რეგენერაცია ანუ აღდგენაა.