AiPS POPS - კურსი ორთოპედების, ორთოდონტებისა და ქირურგებისთვის

2020-09-09
ალბიუსის პერიოსკოლა იწყებს ორთოპედების, ორთოდონტებისა და ქირურგებისთვის გაერთიანებულ, მოკლე - 4 დღიან სასწავლო კურსს!


ჩვენი პაციენტების უმეტესობა მულტიდისციპლინურ მიდგომას საჭიროებს, განსაკუთრებით მძიმე ფორმის პაროდონტიტის ან ლამაზი ღიმილის  რეაბილიტაციის დროს. პაციენტების ფუნქციური და განსაკუთრებით, ესთეტიკური მოლოდინებიც ყოველდღიურად იზრდება. მკურნალობის შედეგად, პაციენტები პაროდონტის ქსოვილების ჯანმრთელობის გაუმჯობესებას/შენარჩუნებას და რესტავრაციის ესთეტიკურ, ხანგრძლივ ფუნქციონირებას ელოდებიან. აღნიშნულის მიღწევა კი მხოლოდ ერთი სპეციალისტის ჩართულობით შეუძლებელია.


AiPS - POPS კურსი საშუალებას მოგცემთ:


✓ პაციენტის გამოკვლევის და მკურნალობის დროს ყურადღება მიაქციოთ იმ დეტალებს, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაგეგმარებაში
✓ დასვათ სწორი დიაგნოზი
✓ შეადგინოთ მკურნალობის გეგმა დროის, მანიპულაციების და მასალების სწორი დაგეგმარებით
✓ ისწავლოთ შეცდომების პრევენცია ან არსებული შეცდომების მართვა


კურსის მსვლელობისას შევეხებით მძიმე ფორმის პაროდონტიტის, ღრძილოვანი ღიმილის, კბილის ირგვლივი ღრძილის ან იმპლანტის ირგვლივი ლორწოვანის რეცესიის მქონე პაციენტების დიაგნოსტირებასა და მკურნალობის დაგეგმარებას.


სასწავლო კურსის განმავლობაში მოხდება რთული და ესთეტიკური კლინიკური შემთხვევების მართვის გზების განხილვა (ორთოპედიული, ორთოდონტიული და ქირურგიული).


ℹ️ კურსი განკუთვნილია ორთოპედების, ორთოდონტებისა და ქირურგებისათვის.

 

ლექტორები:

პაროდონტოლოგი - თეა ნაცვლიშვილი

ორთოდონტი - მარიკა ნანეიშვილი

ორთოპედი - თენგო ბინიაშვილი

 

🗓 მეცადინეობები ჩატარდება კვირაში ორჯერ, სამშაბათს და ხუთშაბათს 16:00-19:00


რეგისტრაცია 9 ოქტომბრამდე. სწავლის დასაწყისი 20 ოქტომბერს.


სწავლის საფასური შეადგენს 600 ლარს.


საკონტაქტო ინფორმაცია: 0322 240708