ალბიუსის გუნდს ახალი წევრი შეემატა!

2019-06-04

ალბიუსის პაროდონტოლოგიის დეპარტამენტს კიდევ ერთი წევრი, კასუმი ბაროუქი შეემატა. იგი მოღვაწეობს იაპონიაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეწევა როგორც პრაქტიკულ მუშაობას, ისე აკადემიურ საქმიანობას. 2004-2015 წლებში მუშაობდა ბოსტონის უნივერსიტეტში, ეკავა ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობა და საუნივერსიტეტო კლინიკაში პაციენტებს უწევდა პაროდონტოლოიურ მკურნალობას (მინიჭებული აქვს შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიკატი). ხოლო 2001 წლიდან პრაქტიკულ საქმიანობას ეწევა იაპონიაში, ნაგაზავას სტომატოლოგიურ კლინიკაში.

 

იგი ატარებს უნიკალურ პაროდონტოლოგიურ ოპერაციებს და 2018 წლის თანამედროვე პაროდონტოლოგიური კლასიფიკაციის შესაბამისად წარმართავს მკურნალობის პროცესს. მის განსაკუთრებულ კვალიფიკაციას ადასტურებს იაპონიის სტომატოლოგთა ასოციაციაც.

 

საექიმო საქმიანობის პარალელურად, კასუმი ჩართული იქნება უწყვეტი სტომატოლოგიური განათლების პროგრამებში. მოხსენებებით წარსდგება საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო კონფერენციებზე, ალბიუსის პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლის სწავლულებისთვის წაიკითხავს ლექციებს პაროდონტოლოგიური ქირურგიის მიმართულებით, ხოლო შპს ქეთევან გოგილაშვილის სტომატოლოგიის ცენტრ „ალბიუსის“ დიპლომისშემდგომი განათლების თერაპიული სტომატოლოგიის სარეზიდენტო პროგრამის სტუდენტებისთვის  - კონსერვატიული პაროდონტოლოგიის მიმართულებით.