დაუვიწყარი დღე პერიოსკოლაში

2019-10-12

12 ოქტომბერი ემოციებით სავსე და დაუვიწყარი დღე იყო პერიოსკოლაში. ჩატარდა მიშელ რენერსის და ჟილე განიოს მასტერკლასი, რომელიც ერთერთი საუკეთესო იყო ჩვენს მიერ ორგანიზებულ პრაქტიკულ კურსებს შორის.

 


ალბიუსის პერიოსკოლის 5 წლის იუბილესთან დაკავშირებით პერიოსკოლის ორგანიზებით პირველად საქართველოს პაროდონტოლოგთა უდიდესი ასოციაციების ყოფილი პრეზიდენტები პრაქტიკული კურსით ესტუმრნენ.

 

მიშელ რენერსი - ევროპის პაროდონტოლოგთა ფედერაციის (EFP) და ბელგიის პაროდონტოლოგთა ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი, EuroPerio9--ის მთავარი ორგანიზატორი (ბელგია)

 

ჟილე განიო - ბრიტანეთის პაროდონტოლოგთა ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი, ევროპის პაროდონტოლოგთა ფედერაციის აქტიური წევრი (EFP), ამერიკის პაროდონტოლოგთა აკადემიის საერთაშორისო წევრი (AAP) და იმპლანტოლოგთა საერთაშორისო ჯგუფის წევრი (ITI) (საფრანგეთი)


პრაქტიკული კურსი:

გაიმარტივე შენი პრაქტიკა ფესვის ულტრაბგერითი ინსტრუმენტირებით - Hands-On

რატომ არის მნიშვნელოვანი ფესვის ინსტრუმენტირების სწორი ტექნიკის შესწავლა?


- პაროდონტიტის მკურნალობის ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვანი მეთოდი არის ფესვის ინსტრუმენტირება. მისი ძირითადი მიზანია ფესვის ზედაპირიდან ბაქტერიებისა და მათი ცხოველმყოფელობის პროდუქტების ელიმინაცია.
- ფესვის ინსტრუმენტირების ჩატარება საჭიროა პაროდონტოლოგიური მკურნალობის ყველა ეტაპზე: არაქირურგიული, ქირურგიული მკურნალობის და შემანარჩუნებელი თერაპიის დროსაც.

ფესვის ულტრაბგერითი ინსტრუმენტირება საშუალებას იძლევა:
- თავისუფლად შევაღწიოთ პაროდონტული ჯიბის ყველაზე ღრმა წერტილში;
- დავზოგოთ დრო;
- მოვახდინოთ ტკივილის მინიმიზაცია;
- გავაუმჯობესოთ მკურნალობის შედეგები.

 

Hands-On ნაწილის დროს განხილული იყო:


1. ფესვის გასუფთავების სირთულეების დაძლევის გზები
2. ულტრაბგერითი ვიბრაციების სწორი მართვა
3. ულტრაბგერის სხვადასხვა პერიო თავების სწორი არჩევა და გამოყენება
(კიურეტის მსგავსი, თხელი, პლასტმასის და ტიტანის თავები)

 

ყველა მონაწილე უზრუნველყოფილი იყო Acteon-ის ფირმის ულტრაბგერითი აპარატით Newton P5 და სხვადასხვა ტიპის პერიო-თავებით.

 

დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს სპიკერებს, ჩვენს სპონსორებს Sprint Dental -ს და Acteon Group-ს მხარდაჭერისათვის და მასტერკლასის მონაწილეებს.

 

წინ კიდევ ბევრი ასეთი საინტერესო შეხვედრა გველის! ☺️ 

იხ. ვიდეო