Invisalign ალბიუსში

2020-09-22

ალბიუსის ორთოდონტი მარიკა ნანეიშვილი Invisalign -ის სერტიფიცირებული პროვაიდერი გახდა! კბილების გასწორება მხოლოდ გამჭვირვალე კაპებით, ბრეკეტების გარეშე.

 

Invisalign სისტემა - ეს არის კბილების გასწორების პრაქტიკულად უხილავი საშუალება.

3D ვიზუალიზაციის ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენებით, Invisalign სისტემა ახდენს თქვენი მკურნალობის დემონსტრირებას დასაწყისიდან საბოლოო შედეგამდე, თქვენი ექიმის, Invisalign სერტიფიცირებული სპეციალისტის, მიერ დასმულ დიაგნოზზე დაყრდნობით.

გამჭვირვალე ელაინერების კომპლექტი მზადდება სპეციალურად თქვენთვის, თქვენს კბილებზე მორგებული, რათა ეტაპობრივად მოხდეს მათი გადაადგილება.

 

მიუხედავად იმისა, რომ Invisalign სისტემა შეიძლება გამოყენებულ იქნას მრავალ მკურნალობის კონცეფციასთან ერთად, მისი გამოყენებისათვის საჭიროა სპეციალური მომზადება.

ყველა ორთოდონტი, რომელიც დაინტერესებულია Invisalign-ით მკურნალობის ჩატარებით, ვალდებულია გაიაროს სწავლება.

მსოფლიოში, 90 000-ზე მეტ ორთოდონტსა და სტომატოლოგს აქვს გავლილი სწავლება Invisalign სისტემით მუშაობისათვის.

 

დეტალური ინფორმაცია