რა მიზეზებით შეიძლება იყოს გამოწვეული მინანქარზე ლაქების არსებობა?

2019-03-25

მკრთალი თეთრი, ცარცისფერი, მორუხო ან მოყავისფრო ლაქები მინანქარზე ხშირად ფლუოროზის ნიშანია. ეს მდგომარეობა 1-დან 4 წლამდე ასაკში ფტორის ჭარბი რაოდენობის მიღებითაა გამოწვეული. აღნიშნული ლაქები მუდმივია და ასაკთან ერთად შეიძლება უფრო გამუქდეს. მიუხედავად იმისა, რომ ფლუოროზი კბილების ნორმალურ ფუნქციონირებას საფრთხეს არ უქმნის, ის შეიძლება ფსიქოლოგიური პრობლემად იქცეს და პიროვნების არასრულფასოვნების კომპლექსის მიზეზი გახდეს. ასეთი ლაქების მოშორება ჯაგრისით და პასტით შეუძლებელია, ლაქები არც ქრება და არც უფერულდება.

 

ჭარბი ფტორი ბავშვის ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს:
✓ ფტორირებული სავლებით, რომელიც შეიძლება ბავშვმა შემთხვევით დალიოს;
✓ სასმელ წყალში ფტორის ნორმაზე მაღალი შემცველობით (ბოთლის ან ონკანის).
✓ ფტორისშემცველი ტაბლეტების ჭარბი რაოდენობის მიღებით.

 

ფლუოროზის განვითარების თავიდან ასაცილებლად, ბავშვი უნდა მიაჩვიოთ, რომ კბილების გახეხვის დროს კბილის პასტა არ გადაყლაპოს. ასევე მნიშვნელოვანია პასტის სწორი დოზირება - ბავშვისთვის ბარდის მარცვლის ზომა სავსებით საკმარისია, ასევე, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ 2 წლამდე ასაკში კბილის პასტის გამოყენება აუცილებელი არ არის.

 

ფლუოროზის ლაქების მოსაშორებლად ეფექტურია ქიმიური გათეთრების ჩატარება ან მათ დასაფარად - კომპოზიტის ან კერამიკის ვინირების გამოყენება.


ეს პროცედურები თქვენი ღიმილის ბუნებრივი სილამაზის დასაბრუნებლად, ჩვენს ცენტრში ხელმისაწვდომია.