ორთოდონტი
ლალი კოჭლაშვილმა უმაღლესი სამედიცინო განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიიღო. მრავალწლიანი საექიმო პრაქტიკის მანძილზე მუშაობდა თერაპიულ სტომატოლოგიაში, პირის ღრუს ქირურგიაში, შემდეგ კი კვალიფიცირდა ორთოდონტიაში.
საექიმო პრაქტიკის პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას. წლების მანძილზე გახლდათ პეტრე შოთაძის თბილისის სამედიცინო აკადემიის მიწვეული პროფესორი, ახლა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტი და N1 კლინიკის სარეზიდენტო პროგრამის ლოკალური ხელმძღვანელია ორთოდონტიაში.
ათეულობით საერთაშორისო პრაქტიკული მასტერ კლასი აქვს გავლილი მსოფლიოს წამყვან სასწავლო ცენტრებში. გახლავთ ორთოდონტთა საერთაშორისო სიმპოზიუმის წარმომადგენელი საქართველოში. არის არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მიღებული აქვს არაერთი საპატიო ჯილდო.