ალბიუსი ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის მფლობელი გახდა

2020-12-18

ერთწლიანი აქტიური მუშაობის შემდეგ, ალბიუსი ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის მფლობელი გახდა.

სტომატოლოგიის ცენტრი „ალბიუსი“ ნოვაციური სერვისების განვითარებას განაგრძნობს. 2019-20 წლებში პაციენტთა კმაყოფილების კვლევის რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი წამოიწყო.

 

ალბიუსი, საკონსულტაციო და აუდიტორულ კომპანიებთან აქტიური თანამშრომლობით,  ISO 9001:2015-ის მოთხოვნებს ეტაპობრივად, თანამშრომლების და ექსპერტების აქტიური ჩართულობით, წინასწარ განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად ნერგავდა.

სერტიფიკატის გადაცემა 2020 წლის 18 დეკემბერს განხორციელდა. ალბიუსი ულოცავს ყველა თანამშრომელს და გულშემატკივარს ცენტრის მორიგ წარმატებას!

 

 

„2020 წელი ალბიუსისთვის სიახლეების და მენეჯმენტის გაუმჯობესების წელი აღმოჩნდა. სიახლეების ნაწილი ჯერ კიდევ იმპლემენტაციის პროცესშია, თუმცა უკვე დაინერგა ახალი საინფორმაციო სისტემა, დოკუმენტაცია სრულად გაციფრულდა (გარდა კანონით განსაზღვრული გამონაკლისებისა), და, რაც მთავარია, განსაკუთრებით ვამაყობთ ISO 9001:2015-ის საერთაშორისო სერტიფიკატის მიღებით, ეს იყო გამოცდილების გაზიარების, სწავლისა და ცვლილებების საინტერესო პროცესი“- აცხადებს მარკეტინგის მენეჯერი სოფიო კიღურაძე.

 

ალბიუსის გუნდი სიახლეების დანერგვას მომავალ წელსაც, გეგმიურად გააგრძელებს, მათ შორის მიმდინარე პროექტების მონიტორინგს, აუდიტსა და გაუმჯობესებას.