ბრეკეტები მოზრდილებში: ძვირადღირებული ღიმილის საფასური

2021-01-05

კბილების არასწორი წყობა ან არასწორი თანკბილვა ბევრ მოზრდილს უქმნის დისკომფორტს, რის გამოც დღის წესრიგში ორთოდონტიული მკურნალობა დგება.

პატარა ზომის ყბა - დიდი პრობლემა?

ყბის ზომის სიმცირის გამო კბილების მჭიდრო, არასწორი განლაგება არა მხოლოდ  ესთეტიკური, არამედ სამედიცინო პრობლემაცაა. რთულია კბილთაშორისი სივრცეების წმენდა, იქ დარჩენილი ნადები კი დროთა განმავლობაში კარიესის განვითარებას და ღრძილების პრობლემებს იწვევს.

სულ უფრო მეტი მოზრდილი მიმართავს ორთოდონტიულ მკურნალობას.

ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება სავარაუდოდ ის მიზეზია, რატომაც სულ უფრო მეტი ადამიანი იღებს ზრდასრულ ასაკში კბილების გასწორების შესახებ გადაწყვეტილებას, უფრო კონკრეტულად კი დაახლოებით 40%. ღეს ორთოდონტიაში ასაკობრივი ლიმიტი არ არსებობს, დიდი ყურადღება ექცევა ძვლოვანი ქსოვილის და ღრძილების მდგომარეობას.

კბილების განლაგება შეიძლება უფროს ასაკშიც შეიცვალოს.

კბილების არასწორი წყობა ყოველთვის არ ყალიბდება მოზარდობისას. ის შეიძლება შემდგომშიც შეიცვალოს ისეთი ფაქტორების ზეგავლენით, როგორიცაა:

 

 

✓ სიბრძნის კბილის ამოჭრა, რაც სხვა კბილებს ხშირად გადაანაცვლებს,

✓ კბილის ამოღების შემდეგ შექმნილი სივრცისკენ მეზობელი კბილების გადანაცვლება,

✓ კბილების „მიგრაცია“ ბრუქსიზმის ან პაროდონტის დაავადების გამო.

თუ კბილების წყობა დარღვეულია, ძნელია  ნადების მოშორება, რაც ზრდის კარიესის და ანთებითი პროცესების განვითარების რისკს. ამიტომ, უმჯობესია, მშობლებმა შვილების პრობლემა დროულად გააცნობიერონ და საკითხს მიუდგნენ არა როგორც ესთეტიკური დისკომფორტის, არამედ როგორც პირის ღრუს ჯანმრთელობის მნიშვნელობის კუთხით და იზრუნონ ბავშვისთვის ორთოდონტიული მკურნალობის ჩატარებაზე.

უფროს ასაკში კბილების გასწორება უფრო ძვირადღირებულია.

მიზეზი, რის გამოც ორთოდონტიული მკურნალობისგან თავს იკავებენ, მისი მაღალი ღირებულებაა. რამდენადაც გარეგნული მხარე უფროსებში უფრო აქტუალურია, ხშირად საჭირო ხდება უფრო მეტად ესთეტიკაზე ორიენტირებული სისტემების გამოყენება, როგორიცაა მაგალითად "ინვიზალაინი" ან ლინგვალური (ინკოგნიტო) ბრეკეტები. ასეთი სისტემები, ისევე როგორც გამჭვირვალე ბრეკეტები, უფრო ძვირადღირებულია ტრადიციულ მეტალის ბრეკეტებთან შეადრებით.

ლამაზი ღიმილის საფასური

სწორი და ლამაზი კბილები ბუნების საჩუქარია, რომელიც ადამიანს თავდაჯერებას და მომხიბვლელობას ანიჭებს. ეს კი თანამედროვე სამყაროში წარმატების აუცილებელი კომპონენტებია. სწორედ ამიტომ, მომავალზე და წარმატებაზე ორიენტირებული ადამიანისთვის ლამაზი ღიმილის "შეძენა" ერთგვარი ინვესტიციაა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ სარგებლობაზე, რაც მას ზოგადი ჯანმრთელობისთვის მოაქვს.