ლანდა ლურსმანაშვილი

ქირურგი პაროდონტოლოგი

 

ლანდა ლურსმანაშვილმა უმაღლესი სამედიცინო განათლება გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში მიიღო. დიპლომისშემდგომი სწავლება (რეზიდენტურა) კი სტომატოლოგიის კლინიკასა და სასწავლო-კვლევით ცენტრ “უნიდენტში” გააგრძელა. ლანდამ კვალიფიკაცია აიმაღლა პირის ღრუს ქირურგიაში და დაამთავრა ალბიუსის პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლა, კონსერვატიული და ქირურგიული პაროდონტოლოგიის მიმართულებით. გაიარა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სერტიფიცირებული კურსი “ჯანდაცვის სამართალი და მენეჯმენტი”. პრაქტიკული კურსი თერაპიულ სტომატოლოგიაში გავლილი აქვს გერმანიაში, კიოლნის სამედიცინო უნივერსიტეტში.

 

2017 წლიდან, ლანდა ალბიუსის პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლის, პაროდონტოლოგთა კლუბის აქტიური წევრია. იგი აქტიურადაა ჩართული პროფესიული საზოგადოებების საქმიანობაში, 2009 წლიდან სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” ვიცე-პრეზიდენტია, 2018 წლიდან კი – ორგანიზაციის პრეზიდენტი. 2005 წლიდან მონაწილეობს საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის სამეცნიერო და პროფესიულ პროექტებში.

 

ლანდა 2018 წლიდან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტია. 2017 წლიდან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია.

 

ლანდა აქტიურ სამეცნიერო საქმიანობას ეწევა. გამოქვეყნებული აქვს 10-მდე სამეცნიერო პუბლიკაცია, მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე ათეულ სამეცნიერო ღონისძიებაში. როგორც სპიკერი, წარსდგა ესპანეთში ამერიკის სტომატოლოგიური განათლების ასოციაციის, ლიდერ ქალთა მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, მოხსენებით: “გენდერული სტერეოტიპები და შრომითი სეგრეგაციის პრობლემა სტომატოლოგიურ დაწესებულებებში”.

 

2018 წელს ლანდა ალბიუსის პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლის კლუბის ხელმძღვანელად აირჩიეს 1 წლის ვადით.