სალომე ხეცურიანი

თერაპევტი სტომატოლოგი, პირის ღრუს ქირურგი

სალომე ხეცურიანმა უმაღლესი და დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლება მიიღო საქართველოში.

 

სალომე აქტიურადაა ჩართული უწყვეტი პროფესიული განათლების პროგრამებში.

 

2007 წლიდან მონაწილეობს საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის სამეცნიერო და პროფესიულ პროექტებში, 2012 წლიდან კი სამეცნიერო-კვლევით ცენტრ "რადიქსის" გამგეობის წევრად აირჩიეს.

 

2016 წელს სალომე ჩართული იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივაში,რომელიც ახალი სტომატოლოგიური პროფესიების სტანდარტებისა და სასწავლო პროგრამების შემუშავებას ემსახურებოდა.