ზურა იაკობიშვილი

ორთოპედი

ზურა იაკობიშვილმა უმაღლესი სამედიცინო განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიიღო. მომდევნო წლებში წარმატებით დაასრულა რეზიდენტურა ორთოპედიულ სტომატოლოგიაში. 2016-2021 წლებში მუშაობდა ორთოპედი სტომატოლოგის პოზიციაზე, პარალელურად ხელმძღვანელობდა ორთოპედიული სტომატოლოგიის რეზიდენტურას და კითხულობდა ლექციებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიში. ზურა 2021 წლიდან „ალბიუსის“ გუნდს შემოუერთდა.

 

მონაწილეობა აქვს მიღებული ათეულობით მასტერ-კლასსა და კონფერენციაში, მათ შორის Sirona – Bensheim-ის აკადემიის საერთაშორისო დონის პროგრამაში ციფრული სტომატოლოგიის მიმართულებით.