ვინ ვართ ჩვენ?

ჩვენ შესახებ

სტომატოლოგიის ცენტრი ალბიუსი მრავალფუნქციური ორგანიზაციაა, რომლის წარმატების საწინდარიც გამოცდილი და მაღალკვალიფიციური კადრების, მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის, უახლესი ცოდნისა და სასიამოვნო გარემოს ერთობლიობაა.

 

ალბიუსი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო და ადგილობრივ პროფესიულ და საზოგადოებრივ ინსტიტუტებთან.


ალბიუსი აერთიანებს სამკურნალო და საგანმანათლებლო ცენტრებს. მასში ფუნქციონირებს სტომატოლოგიური კლინიკა, სასწავლო აკადემია, პაროდონტოლოგიის საერთაშორისო, ენდოდონტიისა და სტომატოლოგიური კლინიკების მართვის სკოლები.

გაიცანით ჩვენი გუნდი

გაიგე ჩვენი კვალიფიციური ექიმების შესახებ

ირმა იმნაძე
თერაპევტი სტომატოლოგი

ირმა იმნაძემ უმაღლესი სამედიცინო განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიიღო. 2012 წლიდან კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტია.

მისი აქტიური კლინიკური საქმიანობა 20 წელიწადს ითვლის. გარდა ამისა,  აქტიურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას. სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა თერაპიულ სტომატოლოგიაში და დღემდე ხელმძღვანელობს თერაპიული სტომატოლოგიის დიპლომისშემდგომი სწავლების (რეზიდენტურის) პროგრამას.

გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები და მონაწილეობა აქვს მიღებული ათეულობით სამეცნიერო ღონისძიებაში.

გაიგე სიახლეები ჩვენგან

სახელმძღვანელოს “რადიოგრაფიის პრონციპები და რადიაციული უსაფრთხოება სტომატოლოგიაში” პრეზენტაცია გაიმართა

2018-11-20

უკანასკნელ წლებში საქართველოში სტომატოლოგიის დარგი კიდევ უფრო განვითარდა. გაიზარდა როგორც პერსონალის, ისე პაციენტების ინფორმირებულობის დონე და მოთხოვნები მენეჯმენტის, ადმინისტრაციის და სერვისების მიმართ. გაზრდილმა კონკურენციამ ხარისხის განვითარებაზე ზრუნვის აუცილებლობა წარმოშვა.

 

ინფექციების კონტროლის და რადიაციული უსაფრთხოების საკითხები არასდროს ყოფილა ისეთი აქტუალური, როგორიც დღესაა. მსოფლიო გამოცდილების გაზიარება ბუნებრივად ცვლის სტომატოლოგების დამოკიდებულებას, კლინიკების კონცეფციას, ხედვას და დამოკიდებულებას.

 

აღნიშნული სახელმძღვანელოს შექმნის მიზანი იყო, შეგვეკრიბა ის ძირითადი რეკომენდაციები, რაც საჭირო და სასურველია თანამედროვე სტომატოლოგიური კლინიკაში უსაფრთხო მუშაობისთვის, რადიაციული უსაფრთხოების ეფექტური კონტროლისთვის, სწორი ვიზუალიზაციის, პერსონალისა და პაციენტების მაქსიმალური დაცვის ოპტიმიზაციისთვის.

 

2018 წლის 2 ოქტომბერს, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ოფისში, სახელმძღვანელოს “რადიოგრაფიის პრინციპები და რადიაციული უსაფრთხოება სტომატოლოგიში” პრეზენტაცია გაიმართა.

დეტალურად

დარეგისტრირდი და გახდი პროფესიონალი

ჩვენი სკოლები

პაროდონტოლოგიის სკოლა
დეტალურად
ენდოდონტიის სკოლა

ენდოდონტიის საერთაშორისო სკოლის მსმენელები გაეცნობიან კლინიკური ენდოდონტიის საფუძვლებს, ენდოდონტიაში მუშაობის პრაქტიკულ ნიუანსებს, პრაქტიკული მოღვაწეობის საერთაშორისო გაიდლაინებს და პროტოკოლებს, წარმატებული მკურნალობის თანამედროვე კონცეფციას და საშუალებებს, კონსერვატიული და ქირურგიული ენდოდონტიის რთული კლინიკური შემთხვევების მენეჯმენტს ყოველდღიურ პრაქტიკაში.

 

როგორი იქნება სწავლის პროცესი?

სწავლის პროცესი მოიცავს, როგორც ქართველი ისე უცხოელი ენდოდონტისტების ლექცია-ვებინარებს, მასტერ-კლასებს. სასწავლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს გადაეცემათ პერსონალური ენდოდონტიური ანაწყობი ინდივიდუალური პრაქტიკული დავალებების შესასრულებლად. კურსის დასასრულს მონაწილეებს გადაეცემათ საერთაშორისო სკოლის სერთიფიკატი.

 

ვის შეუძლია ენდოდონტიის საერთაშორისო სკოლაში ჩაბარება?

ენდოდონტიის საერთაშორისო სკოლაში ჩაბარება შეუძლია სტომატოლოგიური ფაკულტეტის კურსდამთავრებულ სტუდენტებს, რეზიდენტებს, პრაქტიკოს ექიმებს.

 

როდის შეიძლება რეგისტრაციის გავლა?

ენდოდონტიის საერთაშორისო სკოლის სასწავლო პროგრამაზე რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 2018 წლის ბოლომდე, ალბიუსის სტომატოლოგიურ აკადემიაში.

 

როდის იწყება ენდოდონტიის საერთაშორისო სკოლის პირველი სეზონი?

ალბიუსის ენდოდონტიის საერთაშორისო სკოლა სასწავლო პროგრამას 2019 წლის 4 თებერვლიდან იწყებს და 2 თვე გაგრძელდება.

 

დეტალურად
სტომატოლოგიური კლინიკების მართვის სკოლა
დეტალურად