სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაცია ალბიუსში

2019-07-05

წლის ყველაზე მასშტაბური კონგრესის "ქალის ჯანმრთელობა ჯანსაღ სამყაროში" დაწყებამდე, ორი დღით ადრე თბილისში ჩამოსულ სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის წარმომადგენლებს, ჩვენმა დამფუძნებელმა, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა ქეთევან გოგილაშვილმა, ალბიუსში პირადად უმასპინძლა.

 

3 ივლისს ალბიუსს სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი ქეთრინ ქელი (აშშ), სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის (FDI) პრეზიდენტი 2005-2007 წლებში მიშელ არდენი (ბელგია), სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის (FDI) პრეზიდენტი 2013-2015 წლებში თინ ჩუნ ვონგი (ჰონგ კონგი), FDI-ს ქალთა მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტი ვესნა ბარაკ ფურტინგერი (ხორვატია) და FDI-ს ევროპის რეგიონული ორგანიზაციის პრეზიდენტი 2016-2019 წლებში ანნა ლელლა (პოლონეთი) ესტუმრნენ.

 

ალბიუსში სტუმრობით, სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი და დარგის სხვა ავტორიტეტული პირები კმაყოფილები დარჩნენ. იხილეთ ვიდეო