დენტალური რენტგენი თქვენს სტომატოლოგს საშუალებას აძლევს, მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია პირის ღრუს მაგარ (კბილებსა და ძვლებზე) და რბილ ქსოვილებზე, რომლებიც თქვენს კბილებს ყბის ძვალში აფიქსირებს. მაგალითად ექიმებს შეუძლიათ დაინახონ:
რენტგენი გვეხმარება დაავადების იდენტიფიცირებაში მანამ, სანამ ამ დაავადების სიმპტომები თავს იჩენს და სერიოზულ პრობლემად ექცევა ჩვენს პაციენტებს.
ეს დამოკიდებულია პაციენტის პირის ღრუს მდგომარეობაზე, სიმპტომებზე რომელსაც თქვენ აღწერთ, თქვენი ავადობის ისტორიაზე, სხვადასხვა რისკ ფაქტორებზე, თქვენს ასაკზე, და ა.შ. რაოდენობას განსაზღვრავს ექიმი როგორც დიაგნოსტიკის, ისე მკურნალობის ეტაპზე. სხვადასხვა მანიპულაციის ჩასატარებლად რენტგენის სურათების განსხვავებული რაოდენობაა საჭირო (1-დან 3-მდე).
უნდა გაითვალისწინოთ, რომ რენტგენის გადაღების დროს სტომატოლოგიური კლინიკის მომსახურე პერსონალმა უნდა მოგახუროთ (აგაფაროთ) დამცავი წინსაფარი. ასევე შესაძლებელია ყელის ფიქსატორის გაკეთება, თუ მისი მოთავსება ხელს არ შეუშლის ჩასატარებელ რენტგენოლოგიურ პროცედურას.
ორსულმა პაციენტებმა თქვენი მდგომარეობის შესახებ სტომატოლოგს აუცილებლად აცნობეთ, რადგან პირის ღრუს მოსაწესრიგებლად რენტგენის გადაღება შეიძლება გახდეს საჭირო, თქვენი მდგომარეობა კი მკურნალობის გეგმაში უნდა იყოს გათვალისწინეული. რენტგენის გადაღება ხდება იმ შემთხვევაში, თუ რენტგენოლოგიური ვიზუალიზაციის გარეშე სტომატოლოგიური დახმარების აღმოჩენა შეუძლებელია ან არსებობს გართულების რისკი, რა შემთხვევაშიც „გონივრული დასაშვებობის“ პრინციპით უნდა ვიმოქმედოთ.
ალბიუსში შესაძლებელია ყველა ტიპის რენტგენოლოგიური გამოკვლევა. ცენტრი აღჭურვილია Sirona-ს ულტრათანამედროვე აპარატებით:
კონუსურ-სხივური კომპიუტერული ტომოგრაფი (CBCT)
ორთოპანტომოგრაფი
ცეფალომეტრი
რადიოვიზიოგრაფი