ესთეტიკური სტომატოლოგია

კბილების გათეთრების რა მეთოდებია ალბიუსში?

კბილების გათეთრება ესთეტიკური სტომატოლოგიის ყველაზე მოთხოვნადი პროცედურაა. ალბიუსში გათეთრების რამდენიმე მეთოდი არსებობს. სასურველ პროცედურას კი პაციენტი თავად ირჩევს. 

კბილების გათეთრებისთის გამოიყენება როგორც ინდივიდუალური კაპები (სახლის სისტემა), ისე სხივით გათეთრება (ოფისის სისტემა). ორივე შემთხვევაში კბილის მინანქარზე მოქმედებს გამათეთრებელი გელის შემადგენლობაში შემავალი აქტიური კომპონენტი - წყალბადის ან კარბამიდის პეროქსიდი, რომლის დაშლის შედეგადაც გამოიყოფა ჟანგბადი. სწორედ ჟანგბადი აღწევს ქსოვილში და შლის პიგმენტებს. განსხვავება ამ ორი ტიპის გათეთრებას შორის მდგომარეობს გელის კონცენტრაციასა და მოქმედების ხანგრძლივობაში. შესაძლებელია გათეთრების პროცესის მართვა და ფერის ცვლილება 3-8 ტონით. 

 

როგორია კბილების გათეთრების პროცედურა?

კაპებით გათეთრების შემთხვევაში ექიმი აიღებს ანაბეჭდს და ლაბორატორიაში დამზადდება გამჭვირვალე კაპები ზედა და ქვედა ყბისთვის. ექიმი ასევე გაძლევთ გამათეთრებელ გელს და გიტარებთ გამოყენების ინსტრუქტაჟს. კაპები მათში მოთავსებულ გელთან ერთად უნდა ატაროთ ექიმის მიერ შერჩეული რეჟიმით.

კაპებთან შედარებით გათეთრების სწრაფი მეთოდია ოფისის სისტემა, ანუ სხივით გათეთრება. ამ შემთხვევაში შედეგი  ერთ ვიზიტზე მიიღწევა.

„ალბიუსში“ სხივური გათეთრება დიოდური ლაზერის და FLASH სისტემით ან Philips Zoom -ით ხდება. 

პროცედურის დასაწყისში ექიმი ღრძილებს სპეციალური საშუალებით ფარავს. კბილებზე თავსდება მათეთრებელი გელი და ლაზერის სხივი გელს ააქტიურებს, შლის პიგმენტებს და 30-40 წუთში კბილები რამდენიმე ტონით თეთრდება. დასრულებისას, მგრძნობელობის მომატების თავიდან ასაცილებლად, კბილები ფტორის შემცველი ლაქით იფარება. გათეთრების შემდეგ ექიმი ფერის საბოლოო სტაბილიზაციისთვის  2 კვირიან „თეთრ დიეტას“ გინიშნავთ.

 

ვინირები

ვინირები  სწორედ ის საშუალებაა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავენ ეგრეთწოდებული „ჰოლივუდის ღიმილის“ შესაქმნელად.  ეს მეთოდი  შესაძლებელს ხდის კბილის ფორმის, ზომის, ფერისა და დგომის კორექციას მინიმალური ინვაზიით ანუ ქსოვილის მინიმალური დანაკარგით. ვინირებით კარგად ინიღბება დაბზარული, ლაქებიანი ან დეფექტების მქონე კბილის მინანქარი. შესაძლებელია კბილის გადიდება ან, არასწორი დგომის შემთხვევაში, მცირედ შემობრუნებაც. ამის გამო, რიგ შემთხვევებში, ორთოდონტიულ მკურნალობას ანაცვლებს.

ვინირი წარმოადგენს ძალიან თხელ ფირფიტას, რომელიც კბილის ზედაპირზე მაგრდება.

მაღალპროფესიონალურ დონეზე შესრულებული ვინირი გამძლე კონსტრუქციაა და ღიმილიც დიდხანს შეინარჩუნებს მომხიბვლელობას სათანადო მოვლის და პირის ღრუს ჰიგიენის წესების დაცვის შემთხვევაში.