სტომატოლოგიის ცენტრი ალბიუსი მრავალფუნქციური ორგანიზაციაა, რომლის წარმატების საწინდარიც გამოცდილი და მაღალკვალიფიციური კადრების, მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის, უახლესი ცოდნისა და სასიამოვნო გარემოს ერთობლიობაა.
ცენტრის დამფუძნებლის, ქეთევან გოგილაშვილის, მრავალწლიანი გამოცდილება საფუძვლად დაედო სტომატოლოგიის ცენტრ "ალბიუსის" დაარსებას. საერთაშორისო და ნაციონალურ პროფესიულ და საზოგადოებრივ ინსტიტუტებთან მჭიდრო და საქმიანმა ურთიერთობებმა, ჩვენი ცენტრის მაღალტექნოლოგიურმა აღჭურვილობამ, გამოცდილ მაღალკვალიფიციურ კადრებთან ერთად ნატიფად შერჩეულმა ნიჭიერ ახალგაზრდათა გუნდმა, ახლადშექმნილი მრავალფუნქციური ცენტრის განვითარების მაღალი ტემპი და უკვე შემდგარი საერთაშორისო აღიარება და წარმატება განაპირობა. სტომატოლოგიის ცენტრ „ალბიუსში“ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ მტკიცებითი მედიცინის როლს და მტკიცებულებებზე დაფუძნებული საკითხების პრაქტიკაში გადატანას და გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ცოდნა თანამედროვე გაიდლაინებს, ნოზოლოგიათა უკანასკნელ კლასიფიკაციებს ეფუძნება - ეს დიდ დახმარებს უწევს კლინიკაში მომუშავე ყველა სტომატოლოგს და შესაბამისად, ჩვენს პაციენტებს.
უკვე 5 წელია ალბიუსში სწავლებას და პაციენტების მკურნალობას ამერიკის პაროდონტოლგთა აკადემიის მიერ დამტკიცებული კლასიფიკაციით ვახორციელებთ. სწორედ ეს უკანასკნელი განასხვავებს ჩვენი ცენტრის მიდგომას სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კლინიკებისგან. თითოეული წარმატებული ქეისი და კმაყოფილი პაციენტი ჩვენთვის დიდი მოტივატორია.
მარიკა 2004-2006 წლებში სწავლობდა სანკ-პეტერბურგის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტომატოლოგიის ფაკულტეტზე, 2006-2010 წლებში - მოსკოვის სახელმწიფო სამედიცინო-სტომატოლოგიური უნივერსიტეტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური განვითარების ფედერალური სააგენტოში სტომატოლოგიის მიმართულებით.
2012 წლიდან მუშაობს ყველა თანამედროვე ბრეკეტ სისტემებით:
✓ თვლითლიგირებადი ბრეკეტები Damon System, USA
✓ ლინგუალური ბრეკეტ სისტემები - Incognito ( 3M Unitek) და WIN (DW Lingual Systems), რომელიც სიახლეა მსოფლიო ბაზარზე
✓ II კლასის საკორექციო აპარატი Herbst, Forsus
2020 წლის სექტემბრიდან მარიკა ნანეიშვილი Invisalign -ის სერტიფიცირებული პროვაიდერია.
მარიკა აქტიურად მუშაობს ორთოგნათიულ ქირურგიაში. არის რუსეთის ორთოდონტთა პროფესიული გაერთიანების წევრი. მონაწილება მიღებული აქვს ათეულობით საერთაშორისო ღონისძიებაში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.
ეს არის ადგილი, სადაც შესაძლებელია:
✓ პაროდონტის დაავადებების მკურნალობის არა-ქირურგიული და ქირურგიული მეთოდების შესწავლა.
✓ მუდმივი კომუნიკაცია მსოფლიოში აღიარებულ პაროდონტოლოგებთან.
✓ სხადასხვა ქვეყნებში ორგანიზებულ პრაქტიკულ კურსებში მონაწილეობით კვალიფიკაციის ამაღლება.
✓ ალბიუსის პერიოსკოლის კლუბის წევრობა (AIPS Club Member)