სტომატოლოგიის ცენტრი ალბიუსი მრავალფუნქციური ორგანიზაციაა, რომლის წარმატების საწინდარიც გამოცდილი და მაღალკვალიფიციური კადრების, მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის, უახლესი ცოდნისა და სასიამოვნო გარემოს ერთობლიობაა.
ცენტრის დამფუძნებლის, ქეთევან გოგილაშვილის, მრავალწლიანი გამოცდილება საფუძვლად დაედო სტომატოლოგიის ცენტრ "ალბიუსის" დაარსებას. საერთაშორისო და ნაციონალურ პროფესიულ და საზოგადოებრივ ინსტიტუტებთან მჭიდრო და საქმიანმა ურთიერთობებმა, ჩვენი ცენტრის მაღალტექნოლოგიურმა აღჭურვილობამ, გამოცდილ მაღალკვალიფიციურ კადრებთან ერთად ნატიფად შერჩეულმა ნიჭიერ ახალგაზრდათა გუნდმა, ახლადშექმნილი მრავალფუნქციური ცენტრის განვითარების მაღალი ტემპი და უკვე შემდგარი საერთაშორისო აღიარება და წარმატება განაპირობა. სტომატოლოგიის ცენტრ „ალბიუსში“ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ მტკიცებითი მედიცინის როლს და მტკიცებულებებზე დაფუძნებული საკითხების პრაქტიკაში გადატანას და გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ცოდნა თანამედროვე გაიდლაინებს, ნოზოლოგიათა უკანასკნელ კლასიფიკაციებს ეფუძნება - ეს დიდ დახმარებს უწევს კლინიკაში მომუშავე ყველა სტომატოლოგს და შესაბამისად, ჩვენს პაციენტებს.
უკვე 5 წელია ალბიუსში სწავლებას და პაციენტების მკურნალობას ამერიკის პაროდონტოლგთა აკადემიის მიერ დამტკიცებული კლასიფიკაციით ვახორციელებთ. სწორედ ეს უკანასკნელი განასხვავებს ჩვენი ცენტრის მიდგომას სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კლინიკებისგან. თითოეული წარმატებული ქეისი და კმაყოფილი პაციენტი ჩვენთვის დიდი მოტივატორია.
ლანდა ლურსმანაშვილმა უმაღლესი სამედიცინო განათლება გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში მიიღო. დიპლომისშემდგომი სწავლება (რეზიდენტურა) თერაპიული სტომატოლოგიის განხრით გააგრძელა. ლანდამ კვალიფიკაცია აიმაღლა პირის ღრუს ქირურგიაში და დაამთავრა ალბიუსის პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლა, კონსერვატიული და ქირურგიული პაროდონტოლოგიის მიმართულებით. გაიარა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სერტიფიცირებული კურსი "ჯანდაცვის სამართალი და მენეჯმენტი". პრაქტიკული კურსი თერაპიულ სტომატოლოგიაში გავლილი აქვს გერმანიაში, კიოლნის სამედიცინო უნივერსიტეტში.
2017 წლიდან, ლანდა ალბიუსის პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლის, პაროდონტოლოგთა კლუბის აქტიური წევრია. იგი აქტიურადაა ჩართული პროფესიული საზოგადოებების საქმიანობაში, 2009 წლიდან სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” ვიცე-პრეზიდენტია, 2018 წლიდან კი – ორგანიზაციის პრეზიდენტი. 2005 წლიდან მონაწილეობს საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის სამეცნიერო და პროფესიულ პროექტებში.
ეს არის ადგილი, სადაც შესაძლებელია:
✓ პაროდონტის დაავადებების მკურნალობის არა-ქირურგიული და ქირურგიული მეთოდების შესწავლა.
✓ მუდმივი კომუნიკაცია მსოფლიოში აღიარებულ პაროდონტოლოგებთან.
✓ სხადასხვა ქვეყნებში ორგანიზებულ პრაქტიკულ კურსებში მონაწილეობით კვალიფიკაციის ამაღლება.
✓ ალბიუსის პერიოსკოლის კლუბის წევრობა (AIPS Club Member)
ენდოდონტიის საერთაშორისო სკოლის მსმენელები გაეცნობიან კლინიკური ენდოდონტიის საფუძვლებს, ენდოდონტიაში მუშაობის პრაქტიკულ ნიუანსებს, პრაქტიკული მოღვაწეობის საერთაშორისო გაიდლაინებს და პროტოკოლებს, წარმატებული მკურნალობის თანამედროვე კონცეფციას და საშუალებებს, კონსერვატიული და ქირურგიული ენდოდონტიის რთული კლინიკური შემთხვევების მენეჯმენტს ყოველდღიურ პრაქტიკაში.
როგორი იქნება სწავლის პროცესი?
სწავლის პროცესი მოიცავს, როგორც ქართველი ისე უცხოელი ენდოდონტისტების ლექცია-ვებინარებს, მასტერ-კლასებს. სასწავლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს გადაეცემათ პერსონალური ენდოდონტიური ანაწყობი ინდივიდუალური პრაქტიკული დავალებების შესასრულებლად. კურსის დასასრულს მონაწილეებს გადაეცემათ საერთაშორისო სკოლის სერთიფიკატი.
ვის შეუძლია ენდოდონტიის საერთაშორისო სკოლაში ჩაბარება?
ენდოდონტიის საერთაშორისო სკოლაში ჩაბარება შეუძლია სტომატოლოგიური ფაკულტეტის კურსდამთავრებულ სტუდენტებს, რეზიდენტებს, პრაქტიკოს ექიმებს.
როდის შეიძლება რეგისტრაციის გავლა?
ენდოდონტიის საერთაშორისო სკოლის სასწავლო პროგრამაზე რეგისტრაცია შესაძლებელია ყოველი ახალი ჯგუფის მიღების გამოცხადებიდან 3 კვირის განმავლობაში.
როდის იწყება ენდოდონტიის საერთაშორისო სკოლის პირველი სეზონი?
ალბიუსის ენდოდონტიის საერთაშორისო სკოლამ სასწავლო პროგრამა 2019 წლის 4 თებერვალს დაიწყო.
"ალბიუსის" სტომატოლოგიური კლინიკების მართვის სკოლა მრავალწლიანი გამოცდილების შედეგებს ეფუძნება. სტომატოლოგიური ბაზრის სწრაფი განვითარება, სპეციფიკურობა და მზარდი კონკურენცია პროფესიონალ მენეჯერებზე მოთხოვნილების მატების საფუძველი გახდა. სახელმწიფოს მხრიდან სტომატოლოგიური კლინიკებისთვის რეგულაციების ამოქმედება დაწესებულებების ნაწილისთვის განვითარების მთავარი მოტივატორი აღმოჩნდა.
სკოლის მიზანია სტომატოლოგიური ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. სტუდენტები სტომატოლოგიური ბაზრის თავისებურებებს, მოლაპარაკების მეთოდების ხელოვნებას, ეფექტურ კომუნიკაციას, მარკეტინგული და სტრატეგიული მენეჯმენტის გეგმის შემუშავებას შეისწავლიან. გაეცნობიან ჯანდაცვის კანონმდებლობას, ფინანსურ მენეჯმენტს, შრომითი ურთიერთობების თავისებურებებს, მმართველობის ტიპებს, ორგანიზაციის შიდა, სახელმწიფო და საერთაშორისო მართვის სისტემებსა და რეგულაციებს.